ეტორე ტიტო (Ettore Tito – 1859-1941) იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი ეპოქის თანამედროვე ცხოვრების აღწერითა და ვენეციის ლანდშაფტის ნახატებით.
ეტორე ტიტო დაიბადა 1859 წლის 17 დეკემბერს, ნაპოლისთან ახლოს სოფელ კასტელამარიში. მისი დედა ლუიჯია ნოველო ტიტო ვენეციელი იყო და როცა ეტორე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ეტორემ ხატვისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოიჩინა, თავიდან მას ჰოლანდიელი მხატვარი სესილ ვან ჰანენი ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი 12 წლის ასაკში ის ვენეციის ,,Belle Arti-ს სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც პომპეო მარინო მოლმენტი წრთვნიდა და 17 წლის ასაკში კურსდამთავრებულის დიპლომიც აიღო. პირველ წარმატებას 1887 წელს მიაღწია, როცა ვენეციის ,,ნაციონალურ სამხატვრო ექსპოზიუმზე“ მისმა ნახატმა ,, Pescheria vecchia a Venezia“გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად რომის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა (თუმცა, სამწუხაროდ, ნახატზე ხელი არ მიგვიწვდება).
1894-დან 1927 წლამდე იყო ,,Belle Arti”-ს სამხატვრო აკადემიის პროფესორი . 1915 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ ,,პანამა-წყნაროკეანურ საერთაშორისო გამოფენაზე“ დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. 1926 წელს კი იტალიის სამეფო აკადემიის წევრი გახდა.
ეტორე ტიტო 81 წლის ასაკში, 1941 წლის 26 იანვარს ვენეციაში გარდაიცვალა, ქალაქში სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. "დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), შთაგონებული დანტე ალიგიერის"ღვთაებრივიკომედიით",იყო
უილიამ-ადოლფ ბუგეროს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ჯოჯოხეთის მისეულ აღწერაში დანტე და რომაელი პოეტი ვირგილიუსი (უკანა ხედზე) აკვირდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრთ.
საკუთარ პერიოდში ბუგერო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად იყო აღიარებული, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მას უკვე არაფრად აგდებდნენ, შესაძლოა მისი იმპრესიონისტთა მიმართ აგრესიულობის გამო. მიუხედავად ამისა, დღეს მას თაყვანისმცემლების ახალი დიდი ტალღა შეემატა - მისი ნამუშევრები მსოფლიოს ასზე მეტ უდიდეს მუზეუმშია გამოფენილი.
"დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), შთაგონებული დანტე ალიგიერის"ღვთაებრივიკომედიით",იყო 
უილიამ-ადოლფ ბუგეროს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ჯოჯოხეთის მისეულ აღწერაში დანტე და რომაელი პოეტი ვირგილიუსი (უკანა ხედზე) აკვირდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრთ.
საკუთარ პერიოდში ბუგერო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად იყო აღიარებული, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მას უკვე არაფრად აგდებდნენ, შესაძლოა მისი იმპრესიონისტთა მიმართ აგრესიულობის გამო. მიუხედავად ამისა, დღეს მას თაყვანისმცემლების ახალი დიდი ტალღა შეემატა - მისი ნამუშევრები მსოფლიოს ასზე მეტ უდიდეს. 
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი. 
სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი (ესპ. Salvador Felip Jacint Dalí Domènech) (* 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― † 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
ალესანდრო დი მარიანოდი ვანი ფილიპეპი (იტალ. Alessandro di Mariano di Vanni Filipepi) ცნობილია როგორც სანდრო ბოტიჩელი (იტალ. Sandro Botticelli) იყო ფლორენტინის სკოლის იტალიელი მხატვარი ადრეული რენესანსის პერიოდში.ელ გრეკო (El Greco, შესაძლოა კასტილიური და ვენეციური ენების კომბინაციით "ბერძენი"; *1541 - 7 აპრილი,1614) — ესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებსბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.
No comments:
Post a Comment